📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2014
ძალის დაკარგვა 06.07.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,269 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2014 მიღება
06.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 27 ნოემბერი დ. სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის  დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 14 დადგენილება (სსმ,26, 17.09.2010წ. 010260020.35.151.000703) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  და 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 15 დადგენილება (სსმ,26,17.09.2010წ. 010260020.35.151.000704)  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი დანართი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური 1. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას,  მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას, საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას,  სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება; ბ) საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება; გ) შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; 2.  მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; 3. გამგეობის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; 4. საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; 5. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; 8. წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; 9. დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; 10. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; 11. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; 12.  საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; 13. ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 14. წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; 15. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; 16. ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 17. მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; 18. მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; 19. ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; 20. მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; 21. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; 22. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; 23. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; 24.  მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; 25.  სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; 26. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; 27. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; 28.  მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; 29. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; 30. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; 31.  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; 32. საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; 33. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას; 34. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; 35. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; 36. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების ფუნქციები სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1.  წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; 2. ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 3. წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით; 4.  წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; 5.  წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; 6. მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას; 8. საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; 9. წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; 10. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; 11. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება სამსახურის საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; 2. ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; 3. მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; 4.  მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; 5. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაიული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; 6. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; 7. ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 8.  მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას; 9. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; 10. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 11. ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; 12. მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; 13. ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; 14. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილების ფუნქციები სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს: 1.  მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; 2.  სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; 3. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; 4.მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; 5. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; 6. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; 7. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; 8. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; 9.საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; 10. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას; 11. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; 12. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; 13. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების  შეტანის წესი წინამდებარე  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. დებულების ძალაში შესვლა დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.