⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.05.2016)
გაუქმებულია:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2014
ძალის დაკარგვა 03.05.2016
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 770 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2014 მიღება
03.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №80 2014 წლის 28 ნოემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარე ვაჭრობის რეგულირების წესი  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტების მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან. 3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების წესის  ამოცანები წინამდებარე წესის ამოცანებია: ა)   მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ)  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. 2.     გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:  ა)  ქალაქის განვითარების ინტერესები; ბ)  ქალაქის იერსახე; გ)  მოსახლეობის სიმჭიდროვე; დ)  სატრანსპორტო ნაკადი; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ვ) საგზაო მოძრაობის წესები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა; თ) საზოგადოების სხვა ინტერესები; 3. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს: ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად; ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 6. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად, სავალდებულოა განისაზღვროს ვადაც (რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად). მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. 4. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა. 5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. 7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 5🔗. წესის დარღვევა 1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.