ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2014
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.172.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 830 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2014 მიღება
08.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ვაჩაძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2014 წლის 28 ნოემბერი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და  24-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   გარე ვაჭრობის  და ბაზრობების რეგულირების  წესები დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით ვაჩაძე დანართი №1 ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის და ბაზრობების რეგულირების წესები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის და ბაზრობების  ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. გარე  ვაჭრობა  გარე  ვაჭრობად ითვლება:  ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ  სივრცეებში განთავსებული  ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური,მაცივარი,სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი,საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;  გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.  ე) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა)უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის  და ბაზრობების რეგულირების მიზანი წინამდებარე წესის მიზანია:      ა) ქალაქ ამბროლაურის იერსახის დაცვა;      ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;      გ) ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის  და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა     1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ქალაქ ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე;      2. გარე ვაჭრობის  და ბაზრობების ადგილებისა და  გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერია და დასამტკიცებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს;      3. გარე ვაჭრობის და ბაზრობების  ადგილების განსაზღვრასთან ერთად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის და ბაზრობების თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:       ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის  განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად;     ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის  განსაზღვრულ ადგილზე.       4. გარე ვაჭრობის  და ბაზრობების ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.       5. თუ გარე ვაჭრობის და ბაზრობების  ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის და ბაზრობის  ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის  და ბაზრობის ადგილად. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის და ბაზრობების  ორგანიზება        1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.       2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.       3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.       4. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.      5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:      ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;      ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;      გ) ყვავილები;     დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);    ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).       6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:      ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;      ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);      გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);     დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.   7. გარე ვაჭრობასთან და ბაზრობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის და ბაზრობების  კონტროლი   1. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ქალაქ ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.    2.  წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.        3.  დაევალოს ქალაქ ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის მერიას:      ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები იმ გარე მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე წესის მოთხოვნებს;   ბ) განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.