ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2014
ძალის დაკარგვა 09.09.2015
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2014 წლის 1 დეკემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის მოხელეებზე.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
1.ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, MS Office Excel, MS Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.გ)საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე)საქართველოს კანონი ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საკრებულოს რეგლამენტის და საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
3. გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა .
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა .
5. საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტისათვის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა , ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისათვის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.
6. საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისათვის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.
7. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.
8. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.