„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2790
სარეგისტრაციო კოდი
230.140.000.05.001.002.187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 24/03/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1.  „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემო-ტანის ან/და გატანისათვის):

ა.ა) იურიდიული და ფიზიკური პირების (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისა) მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვი-ვალენტი ლარებში;

ა.ბ) ფიზიკური პირის (გარდა მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისა) მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული, 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო გაფორმების პროცე-დურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;“;

ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი იმ ლიმიტზე ნაკლები ოდენობით, რომელიც დადგენილია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებისათვის;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის ექსპორტი.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 მარტი.

№2790–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.03.2006.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2790. სარეგისტრაციო კოდი — 230.140.000.05.001.002.187.
სად არის „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №2790, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.140.000.05.001.002.187 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25936/