მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.11.2014
ძალის დაკარგვა 31.01.2023
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | ძირ ითა დი საშუ ალებ ის დას ახელ ება |
| № | ძირითადი აქტივის დასახელება |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტაციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №81 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.01.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე- თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული (შექმნილი) სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 13.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №81
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. წყალტუბო
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტის ,,ე.ა’’ ქვეპუნქტის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული (შექმნილი) სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matcne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016097. თარიღი 23/01/2012).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის – წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
3. კომისიას ხელმძღვანელობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით დანიშნული პირი.
4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას – ქონების სალიკვიდაციო აქტი და საჭიროების შემთხვევაში – დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას, შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს დანართების თანახმად, ახდენს ქონების დასურათებას, განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტი), ასევე, საჭიროებისას, ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორესა და კანონიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებზე ან/და ნაგავსაყრელზე.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
დანართი №2
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
20 - წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით
საწარმოს დასახელება ------------------------------------------------------------------------
N
ძირი
თადი საშუა
ლების დასახ
ელება
ექსპ
ლუა
ტაციაში შესვ
ლის წელი
ექსპ
ლუატა
ციაში ყოფ
ნის ვადა
ღირე
ბულება გადაფ
ასებ
ამდე (ლარი)
ბუღალ
ტრული
ცვეთა გადაფ
ასებამდე
ფიზი
კური ცვეთა გადაფა
სებამდე
ნარ
ჩენი საბალ
ანსო ღირე
ბულება გადაფა
სებამდე (ლარი, გრ5-გრ9)
გადაფა
სების კოეფი
ციენტი საქართ
ველოს პრეზი
დენტის 09.07.
1997 წ. ბრძანე
ბულების საფუძ
ველზე
ღირებ
ულება გადაფა
სების შემდეგ (ლარი)
ცვე
თა გადაფ
ასების შე მდეგ (ლარი)
საამორ
ტიზაციო ანარი
ცხის ნორმა ძირი
თადი ფონდის სრულ აღდგე
ნაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარ
ჩენი
საბალ
ანსო
ღირებ
ულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ
ტრული ცვეთის %
საბო
ლოო ფაქტო
ბრივი მდგომა
რეობით %
საბო
ლოო ბუღალ
ტრ
ული მდგო
მარ
ეობით %
ლა
რი
ლა
რი
აშშ დოლ
არი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1. ------------------- ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. ------------------- საწარმოს
ხელმძღვანელი აუდიტორი -----------
--------------------
3. ------------------- ბ.ა. ბ.ა.
დანართი №3
საწარმოს დასახელება --------------------------------------------------------------------------
ჩამოსაწერ საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა)
ღირებულების დადგენის აქტი
20 ….. წლის მდგომარეობით
N
ძირ
ითა
დი
საშუ
ალებ
ის დას
ახელ
ება
ექს
პლუა
ტაც
იაში შესვ
ლის წე
ლი
ექსპ
ლუა
ტაცი
აში ყოფ
ნის ვადა
ღირ
ებუ
ლება
გად
აფას
ებამ
დე (ლა
რი)
ბუღ
ალტ
რული
ცვე
თა გადა
ფასე
ბამ
დე
ფიზ
იკუ
რი
ცვე
თა გადა
ფასე
ბამ
დე
ნარ
ჩენი
საბა
ლან
სო ღირ
ებუ
ლება გად
აფას
ებამ
დე (ლა
რი, გრ5-
გრ9)
გადა
ფასე
ბის კოე
ფიცი
ენტი საქა
რთვე
ლოს პრე
ზიდ
ენტ
ის
09.07.
1997 წ. ბრძ
ანე
ბულ
ების საფ
უძვე
ლზე
ღირ
ებულ
ება გადა
ფას
ების შემ
დეგ (ლა
რი)
ცვე
თა გადა
ფასე
ბის
შე მდეგ (ლა
რი)
საა
მორ
ტიზა
ციო ანარ
იცხ
ის
ნორ
მა ძირ
ითა
დი
ფონ
დის
სრ
ულ აღ
დგე
ნაზე
ფიზიკური
ცვეთა
ნარ
ჩენი საბა
ლან
სო ღირ
ებუ
ლება
%
ლა
რი
%
ლა
რი
ბუღ
ალ
ტრ
ულ
ი ცვ
ეთ
ის
%
საბ
ოლ
ოო
ფაქ
ტობ
რი
ვი მდგ
ომა
რეო
ბით
%
საბ
ოლ
ოო
ბუ
ღა
ლტრ მდგ
ომა
რეო
ბით
%
ლა
რი
ლა
რი
აშშ დო
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1. ------------------- ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. ------------------- საწარმოს
ხელმძღვანელი აუდიტორი -----------
--------------------
3. ------------------- ბ.ა. ბ.ა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2014 წლის 28 ნოემბრის №81 დადგენილების
დანართი №4
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
20__ წლის ------------------------------------------------------
დაწესებულების დასახელება ---––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------
№
ძირითადი აქტივის დასახელება
ექსპლუატა-ციაში შესვლის (გამოშვების) წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასე-ბამდე
ცვეთა გადაფასება-მდე
% ლარი
გადაფა-სების კოეფი-ციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა-სების შემდეგ (ლარი)
ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა: ------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20__ წ ------- ----------------------------- № -----------------------------------------
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა --------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: -----------------------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -----------------------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ----------------------------------
კომისიის დასკვნა: --------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. --------------------------------------------------
2. -------------------------------------------------
3. -------------------------------------------------
4. -------------------------------------------------
ვამტკიცებ:
კომისიის თავმჯდომარე -----------------------------
ბ.ა.
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა (ლარი)
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------- (----------------------------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: ----------------------------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი -------------------------- „ -----” ------------------------ 20__ წელი
კომისიის თავმჯდომარე -------------------------------
ბ.ა.