„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№640
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.018260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №640

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, №10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესის და პირობების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი)  მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.“.

2. მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვისა), აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.“;     

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღის ცენტრების (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. სათემო ორგანიზაციების, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად,  დღეში 11 ლარის ოდენობით;

ბ)   დანარჩენ შშმ პირებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 75 პროცენტით  – დღეში 8,25 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 2,75 ლარს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად,  დღეში 11 ლარის ოდენობით. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2014 წლის ნოემბრის და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.“;

გ) მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად,  დღეში 6 ლარის ოდენობით. ამასთან, დაფინანსების აღნიშნული პირობა გავრცელდება 2014 წლის ნოემბრის და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი