საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 04.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №645
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 209 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
04.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №645 2014 წლის 1 დეკემბერი ქ.თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობა  (შემდგომში – ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობა). 2. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობა განისაზღვროს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №130 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის უფლებამონაცვლედ.  3. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 4. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 5. ეროვნულ სატყეო სანერგე  მეურნეობას, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ეროვნული სატყეო სანერგე  მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.    მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.   პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი