ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2014
ძალის დაკარგვა 09.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2014 წლის 2 დეკემბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
სარეზერვო ფონდის არსი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვის პირობები
1. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება:
ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი, დიდთოვლობა, მიწისძვრა და ა.შ.) სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად;
ბ) ეპიდემიების გავრცელების აღკვეთისა და ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის;
გ) კატასტროფების, ავარიებისა და გადაუდებელი ხასიათის სამუშაოების დაფინანსებისათვის;
დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის;
ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის, თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი;
ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებულ ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
3. სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმური და ფაქტობრივი) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტულ მუხლში.