„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №156 |
|
2014 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი |
1.ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) განსაზღვრავს სამარტოო და მოსაცდელ საკნებს.“;
ბ) მე- 19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. პატიმრობაში გონივრული მიღება და განთავსების ძირითადი პირობები და პროცედურები
1. დაწესებულებაში ბრალდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების თანახმად, გონივრული მიღებისა და განთავსების პირობებში. ბრალდებულის მიღებისას პირველ პროცედურას ახორციელებს ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, რომელიც ამოწმებს ბრალდებულის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტებს, გამოკითხავს ბრალდებულს და ადარებს მის პასუხებს წარმოდგენილ დოკუმენტებთან.
2. დაწესებულებაში ბრალდებულის მოსათავსებლად აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით.
3. ბრალდებულის დაწესებულებაში მისაღებად საჭირო დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ და დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით, აგრეთვე თან უნდა ახლდეს შესაბამისი დაკავების ოქმი.
4. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონაწერი ეგზავნება, მასში უნდა მიეთითოს იმ პირის სრული მონაცემები, რომლის მიმართაც გამოყენებულია პატიმრობა. ამონაწერი უნდა დამოწმდეს ბეჭდით და ხელი მოეწეროს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ.
5. ამონაწერი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სრული ასლით სამი დღის ვადაში.
6. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
7. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს ადმინისტრაცია უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
8. ბრალდებულის განთავსებას დაწესებულებაში ახდენს დაწესებულების დირექტორი. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში ან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცალ-ცალკე ათავსებს.
9. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ ატყობინებს ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე მის უფლებებსა და მოვალეობებს, გააცნობს დისციპლინურ მოთხოვნებს, წერილებს, წინადადებებისა და საჩივრების წარდგენისა და გაგზავნის წესს. ეს ინფორმაცია ბრალდებულს შეიძლება გაეცნოს წერილობით ან ზეპირად. ყოველ საკანში კედელზე უნდა იყოს გაკრული ინფორმაცია ბრალდებულის ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ბრალდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. მას განემარტება დაწესებულებაში ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებებისა და კონტროლის (იზოლაციის) საშუალებების, აგრეთვე ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების თაობაზე.
10. დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ ბრალდებული თავსდება შემოწმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში სადაც ხდება ბრალდებულის და მისი კუთვნილი ნივთების საგულდაგულოდ შემოწმება ამ დებულების 32-ე მუხლის შესაბამისად.
11. ბრალდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, ბრალდებულმა დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების, ნანემსარების ან სხვა დაზიების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი გადაეცემა ადმინისტრაციას. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს.
12. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ბრალდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის გადაყვანა ხდება ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.
13. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
14. ბრალდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და შემოწმებისას არ გამოვლინდება ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, განთავსდება მოსაცდელ საკანში, სადაც დაყოვნდება დაწესებულებაში საბოლოოდ შესახლებამდე, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა.
15. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას ბრალდებულის საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი.
16. დაწესებულებაში განცალკევებით მოთავსდებიან ქალები, მამაკაცები და არასრულწლოვნები.
17. არასრულწლოვნები, როგორც წესი, განთავსდებიან საკნებში არაუმეტეს 4-6 კაცისა.
18. ორსული ქალების, აგრეთვე 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედის განსათავსებლად გამოიყენება გამორჩეულად ნათელი და მშრალი საკნები, სადაც მოწყობილია ერთიარუსიანი საძინებელი ადგილები.
19. ბრალდებული, რომელიც დაწესებულებაში მიიღება, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში.
20. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოსა და ბრალდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.“.
გ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. პატიმრობაში გონივრული მიღება-განთავსების დამატებითი პირობები იმ დაწესებულებებში, რომლებშიც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა
1. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუ მოსაცდელ საკანში განთავსებული ბრალდებული, საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი შეიძლება განათავსოს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24 საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, რომლის ხედვის არე არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
2. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე.
3. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება სათანადო დოკუმენტი და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ. ბრალდებული დეესკალაციის ოთახში განთავსდება განთავსების კრიტერიუმების ამოწურვამდე.
4. დეესკალაციის ოთახში მოთავსება არ არის ბრალდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული რომელიმე უფლების ავტომატურად შეზღუდვის საფუძველი.“.
დ) 55-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა ბრალდებული გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას და კომპლექსურ სანიტარიულ დამუშავებას, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას. სამედიცინო მაჩვენებლების შესაბამისად შეიძლება მოხდეს თმის საფარის მთლიანი მოცილება. ბრალდებულები დაწესებულებაში გონივრული მიღება-განთავსების პირობებში, მოსაცდელ საკანში ყოფნის დროს გადიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს ექიმი სპეციალისტების მიერ გასინჯვას, სრულ პროფილაქტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევას. გამოკვლევის შედეგები რეგისტრირდება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.“.
2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) განსაზღვრავს სამარტოო და მოსაცდელ საკნებს.“
ბ) მე- 20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „მუხლი 20. დაწესებულებაში მსჯავრდებულის გონივრული მიღების, მოთავსებისა და განთავსების ძირითადი პირობები და პროცედურები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების თანახმად, გონივრული მიღებისა და განთავსების პირობებში. მსჯავრდებულის მიღებისას პირველ პროცედურას ახორციელებს ოპერატიული მორიგე ინსპექტორი, რომელიც ამოწმებს მსჯავრდებულის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტებს, გამოკითხავს მსჯავრდებულის და ადარებს მის პასუხებს წარმოდგენილ დოკუმენტებთან.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით.
3. იმ მსჯავრდებულის მიღებაზე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახედ არ ჰქონია შეფარდებული პატიმრობა და რომელსაც სასჯელის სახედ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ვრცელდება ბრალდებულის პატიმრობაში მიღების და მოთავსების წესი.
4. დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულების ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ამოწმებს მსჯავრდებულის პირად საქმეს, მასში აუცილებელი დოკუმენტების არსებობას და ადგენს მათ კუთვნილებას მიღებული მსჯავრდებულისადმი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, მსჯავრდებული თავსდება შემოწმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში სადაც ხდება მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების საგულდაგულოდ შემოწმება ამ დებულების 32-ე მუხლის შესაბამისად. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება მსჯავრდებულთათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები) (დებულების დანართი № 1), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში (დებულების დანართი № 2), რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს, ამოიღება დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
6. მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი გადაეცემა ადმინისტრაციას. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
7. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის გადაყვანა ხდება ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.
8. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
9. მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, განთავსდება მოსაცდელ საკანში, რომელშიც საკარანტინო რეჟიმში დაყოვნდება დაწესებულებაში საბოლოოდ შესახლებამდე, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა.
10. მოსაცდელ საკანში ყოფნის დროს მსჯავრდებული წერილობით გაეცნობა სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს. მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. მას განემარტება დაწესებულებაში ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებებისა და კონტროლის (იზოლაციის) საშუალებების, აგრეთვე ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების თაობაზე.11. გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა პირადი თავისებურებების გათვალისწინებით მათი საკნებში/საცხოვრებელ სადგომში განაწილების, შრომის, სწავლების თაობაზე იღებს დირექტორი. საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით დირექტორს შეუძლია შექმნას კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით.
12. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის მიღების შესახებ აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს (მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს) მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე.
13. მსჯავრდებული, რომელიც დაწესებულებაში მიიღება, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.
14. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) არასრულწლოვნებს;
გ) პირველად მსჯავრდებულებს;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
ე) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
ვ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
15. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
16. მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.“.
გ) მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. მსჯავრდებულთა გონივრული მიღება-განთავსების დამატებითი პირობები იმ დაწებულებებში, რომლებშიც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა
1. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუ მოსაცდელ საკანში განთავსებული მსჯავრდებული, საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი შეიძლება განათავსოს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დე-ესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24 საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, რომლის ხედვის არე არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.2. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე.
3. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება სათანადო დოკუმენტი და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ. მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში განთავსდება განთავსების კრიტერიუმების ამოწურვამდე.
4. დეესკალაციის ოთახში მოთავსება არ არის მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული რომელიმე უფლების ავტომატურად შეზღუდვის საფუძველი გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
|