ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №67 |
|
2014 წლის 2 დეკემბერი ქ. ცაგერი |
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,ჟ. გამგეობის საჯარო მასამსახურეთა ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას“;
გ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,რ. გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას“;
დ) დებულების მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,5. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
1. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და სტრუქტურული ერთეულის განყოფილებების, გამგებლის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ვ) გამგებლისათვის რეკომენდაციების მომზადება გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას;
კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენებას;
ლ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ნ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
პ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინარული ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ჟ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას. მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;
რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩასატარებელი დოკუმენტაციის მომზადებას,
ს) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას“.
|