,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 10.05.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.734
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 11/05/2007
matsne.gov.ge 787 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2007 მიღება
01.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 48.0pt 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №93 2007 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ 1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულება. 2. დადგენილება ძალაშია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე. პრემიერ მინისტრი  ზ. ნოღაიდელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სახელმწიფო შესყიდვების სისტემათა გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე. 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ დებულებითა და ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს წევრების დანიშვნის წესი 1. საბჭო იქმნება 7 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირები (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. 2. საბჭოს ახალი შემადგენლობა სხდომაზე წარმოდგენილი წევრებიდან ერთ-ერთს ირჩევს საბჭოს თავმჯდომარედ.     მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომებზე. საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ ორ თვეში ერთხელ მაინც. 2. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ან საბჭოს სულ ცოტა ოთხი წევრის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის შესახებ საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომამდე არა უგვიანეს ათი დღისა. 3. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ საკითხებზე საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 5 წევრი მაინც. 4. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს ყველა ის წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებათა მიღებას. 5. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს წერილობითი დასკვნით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს. 6. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 4🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი 1. თავის სხდომებზე სამეთვალყურეო საბჭო: ა) განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს; ბ) განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს; გ) ამტკიცებს საატესტაციო კომისიას სააგენტოს სამმართველოების უფროსების, მათი მოადგილეების, მთავარი სპეციალისტებისა და მომსახურეების ყოველწლიური ატესტაციისათვის; დ) განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენ სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს; ე) ამტკიცებს სააგენტოს წლიურ სამუშაო პროგრამას და განიხილავს ბიუჯეტს სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის სრულყოფილად განხორციელებისათვის; ვ) განიხილავს სააგენტოს დებულებაში შესატან შესაბამის ცვლილებებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით. 2. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და სხდომაზე სახელმწიფო შესყიდვების მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცეს დაუბრკოლებლად წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები. 3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორე. 4. თავისი საქმიანობის შესახებ სამეთვალყურეო საბჭო ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.     მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.