მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2014
ძალის დაკარგვა 01.02.2026
გამომცემი ორგანო მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ფორმა
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2014
matsne.gov.ge 1,046 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2014 მიღება
01.02.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2014 წლის 1 დეკემბერი ქ. ოზურგეთი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი №1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (ტექსტში შემდგომ) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს არანაკლებ სამ დამცავ ნიშანს. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა თვითმმართველი ქალაქი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მერიის თანამშრომლის მიერ. 2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება: ა) ნებართვის გაცემის თარიღი; ბ) ნებართვის მოქმედების ვადა; გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი; დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, მისამართი, ადგილმდებარეობა; ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი; ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი; ზ) სანებართვო პირობები; თ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი; ი) მშენებლობის პროცესის განხორციელების ზედამხედველობის ეტაპები. 3. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ, დამტკიცებული ფორმის მიხედვით, დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ინახება პასუხისმგებელ პირთან. 4. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან. მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა 1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი 1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საქართველო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მშენებლობის სანებართვო მოწმობა № ------------ 1. ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი:  ________________________________________________________________________ ___                                                                             2. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო  კოდი: __________________________________________________ 3. ნებართვის მფლობელი (საიდენტიფიკაციო მონაცემები):  _____________________________________________________________ 4.მშენებლობის  ნებართვის გაცემის თარიღი: ________________________________________________________________ 5. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა: ________________________________________________________________  6. მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ___________________________ 7. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამო­ყე­ნების მიზანი: _________________________ 8. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედ­ვე­ლო­ბის) ეტაპები: __________________________________________________________________________________________ 9. შენობა-ნაგებობის კლასი: _____________________________________________________________________________ 10. შენობა–ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; ბ)აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დაცვით; გ)აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; დ)აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით; ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ​2–მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ–მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა); ვ)უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო–კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; ზ)ახალი მშენებლობისა და შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ––––––––––––––– ვადაში შენობა–ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ვარგისად აღიარებისათვის.            ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 11.მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: __________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ 12. საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში): ___________________________________________________________________________________________________ სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობისა სამსახურის უფროსი:                                                                           _________________________                  ________________________                                                                   (ხელმოწერა)                                          ( სახელი, გვარი) დამკვეთი: დამამზადებელი: სფს–ს რეგისტრაციის  #                                                                                    ბ. ა. დანართი №3 მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ფორმა სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი სანებართვო მოწმობის მიმღები პირი № გაცემის თარიღი სანებართვო მოწმობის № გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი ხელმოწერა დანართი №4 გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი №-----   ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი                                                  -----  -------------  20----   წელი სანებართვო მოწმობის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა მშენებლობის მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი                      ---------------------------------