პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:
ა.ა) ნეფროლოგის კონსულტაცია;
ა.ბ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები საჭიროების მიხედვით;
ა.გ) სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფა;
ა.დ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა – საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ბ) პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის:
ბ.ა) ნეფროლოგის კონსულტაცია;
ბ.ბ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები – საჭიროების მიხედვით;
ბ.გ) კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია;
ბ.დ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა – საჭიროების შემთხვევაში;
ბ.ე) პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
გ) ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვასა და მიწოდებას;
დ) თირკმლის ტრანსპლანტაციას – თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება;
ე) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ვ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვასა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით