პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება (35 03 04 07 01):

ა.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ა.ა.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას ,,სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნების და პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის N01-17/ნ ბრძანებით (შემდგომში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის N01-17/ნ ბრძანება)  განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებით და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ა.ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ა.ა.გ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტიდან კოორდინაციის საფუძველზე მომსახურების გაწევას.

ა.ბ) სამედიცინო ტრანსპორტირება:

ა.ბ.ა) რეფერალური დახმარება - კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება;

ა.ბ.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

ა.ბ.გ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა).

ა.გ) „პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №728 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა:

ა.გ.ა) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა ექიმის მომსახურებით;

ა.გ.ბ) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის N01-17/ნ ბრძანებით  განსაზღვრული მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ბ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება (2014 წლის 1 სექტემბრიდან) (35 03 04 07 02):

ბ.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის N01-17/ნ ბრძანებით  განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებით და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ბ.გ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტიდან კოორდინაციის საფუძველზე მომსახურების გაწევა