1. პროგრამის  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2013 წელს „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს 2014 წლის „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან, მათ შორის:

ა) 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, 2013 წელს გაფორმებული და 2014 წელს შეთანხმებით გაგრძელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდება 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი ანგარიშგების საფუძველზე.

ბ) 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელზეც ხელშეკრულებები გაფორმებულ იქნა 2014 წელს, ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდება 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი ანგარიშგების საფუძველზე.

გ) 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელზეც არ არის გაფორმებული ხელშეკრულება, ვრცელდება 2014 წლის რეფერალური მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული პირობები 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი ანგარიშგების საფუძველზე.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სადაზღვევო ვაუჩერის საშუალებით „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების თანახმად (სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვრება ,,ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მარტის №01-12/ნ ბრძანების შესაბამისად).

5. პროგრამის  მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მიერ განხორციელებული საქმიანობა ანაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ერთი შემთხვევის ღირებულება განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით. აღნიშნული წესით ანაზღაურება განხორციელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან შესრულებულ სამუშაოზ