1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა (დანართი 6.1).
2. პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 20%-ს (80% იფარება პროგრამის ხარჯებით);
ბ) 18-დან 60 წლამდე ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 50%-ს (50% იფარება პროგრამის ხარჯებით);
გ) 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 30%-ს (70% იფარება პროგრამის ხარჯებით).
3. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა კრიტიკული მდგომარეობების მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.
4. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება) დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის:
ბ.ა) ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები;
ბ.ბ) კრიტიკული მდგომარეობები.
5. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა) პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%. მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა (დანართი 6.1).
6. იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობის დასრულებამდე სხვადასხვა მიზეზით (სამედიცინო ჩვენებით ან პაციენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოთხოვნით) გადაჰყავთ პროგრამაში მონაწილე სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა უნდა გაიყოს და გადანაწილდეს თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გატარებული დღეების შესაბამისად. ამავე პრინციპით დაფინანსდება ის შემთხვევები, როდესაც კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობა სრულდება პროგრამით გათვალისწინებულ ვადაზე (5 დღე ან 12 დღე) ადრე (მაგ., პაციენტის სიკვდილი ან მდგომარეობის გაუმჯობესება).
7. დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთი და იმავე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობების