1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“,  „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების მიერ წარდგენილი მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისგან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ-ტეროტორიული ერთეულის (თვითმმართველი თემისა და თვითმმართველი ქალაქის (არსებობის შემთხვევაში) ერთობლიობა) მასშტაბით.

2. მე-3 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტის განსახორციელებლად (ასევე, „ე“ ქვეპუნქტის და „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ლაბორატორიული საკვლევი მასალის/ნიმუშის ასაღებად) შესყიდული საქონელი ცენტრის მიერ გადაეცემა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს.

4. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ ამ ღონისძიების განხორციელებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

5. მე-3 მუხლის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრ