1. მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისას:
ა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის მოსარგებლეთათათვის მომსახურების მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა (რეგიონული/რაიონული სამედიცინო დაწესებულებებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით);
ბ) ძუძუს კიბოს პირველადი სკრინინგი უნდა განხორციელდეს არა უმეტეს ორ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი სკრინინგი - სამ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, ხოლო - კოლორექტალური და პროსტატის კიბოს სკრინინგი - კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
გ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული სერვისებით მოსარგებლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, ასევე, ეპიდემილოგიური ანალიზის განხორციელების მიზნით, კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით გამოვლენილი პათოლოგიების მონაცემთა ბაზის შექმნა.
2. მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადაა 2014 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი.
დანართი N1.1
მომსახურების დასახელება
ერთეულის ღირებულება (ლარი)
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
17
კოლპოსკოპიური სკრინინგი
14
დანართი N 2
იმუნიზაცია
(პროგრამული კოდი 35 03 03 0