1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველადად პაციენტის გამოკვლევა მოხდა „ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტების გამოკვლევისთვის“ არსებული ვაუჩერის ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ-ერთი შესაბამისი ვაუჩერით.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებული არიან მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებითა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებული არიან ცენტრის მიერ მიწოდებული და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მიღებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უსასყიდლოდ უზრუნველყონ ახლად გამოვლენილი პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორიულ ფტიზიატრიულ, შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე, გარდა ტუბერკულოზის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევებისა) და DOT მომსახურებაზე მოსარგებლეთათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ იმ საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მიეცეთ უფლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისყიდონ შესაბამისი მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) სამედიცინო პერსონალისთვის (ფთიზიატრის, ბავშვთა ფთიზიატრის, ექთნის/DOT ექთნის, გარდა სოფლის ექიმის პროგრამის სოფლის ექთნის პუნქტზე არსებული პერსონალისა) ანაზღაურება – არანაკლებ 360 ლარის ოდენობით ექიმისთვის და 280 ლარის ოდენობით – ექთნისთვის თვეში;

გ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს (ცენტრი) დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია დონორების მიერ ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტებისა და პაციენტზე ორიენტირებული სარგებელთა პაკეტის შესახებ.

5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

6. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და განმახორციელებელს წარუდგინოს შესყიდვისა და გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დანართი 7.1 – ერთეულის ღირებულებები

№

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

ამბულატორიული მომსახურება

1

ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)

1.1

მოზრდილი/სამედიცინო პერსონალი

40

1.2

ბავშვი (18 წლამდე)

45

2

ეჭვი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე (გამოკვლევა –ერთეულის ღირებულება)

2.1

ტუბერკულოზური პლევრიტი

140

2.2

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი

110

2.3

ურო-გენიტალური ტუბერკულოზი

75

2.4

ქალის გენიტალური ტუბერკულოზი

118

2.5

პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

92

2.6

აბდომინალური ტუბერკულოზი

70

3

ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი)

3.1

სენსიტიური ტუბერკულოზი

65

3.2

რეზისტენტული ტუბერკულოზი (ინტენსიური ფაზა)

125

3.3

რეზისტენტული ტუბერკულოზი (გაგრძელების ფაზა)

60

3.4

ლატენტური ტუბერკულოზი

20

სტაციონარული მომსახურება

4

ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)

4.1

ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონქტომია)

2575

4.2

აბდომინური ქირურგიული მკურნალობა

1210

4.3

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

3930

4.4

საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

2080

4.5

თორაკოსკოპიული მინი ინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს

1455

4.6

ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე

1165

4.7

ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს

745

5

თერაპიული სტაციონარული მომსახურება (საწოლდღე)

5.1

სენსიტიური (თბილისი)

52

5.2

რეზისტენტული (თბილისი)

67

5.3

ტუბერკულოზური მენინგიტი

78

5.4

სენსიტიური/რეზისტენტული (რეგიონი)

35

5.5

რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევა (სტაციონარული საწოლდღის ლიმიტი, მაქსიმუმ 4 საწოლდღე)

135

დანართი N8

აივ-ინფექცია/შიდსი

(პროგრამული კოდი  35 03 03 0