1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს მიაწოდოს ინფორმაცია რეგისტრირებული მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის თანახმად. მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება მწვავე სტაციონარული პაციენტის გრძელვადიანი მკურნალობისათვის გადაყვანისას, თუ პაციენტი იმავე დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას. ამასთან, თვის ვაუჩერით დაფინანსებული შემთხვევებისას, შეტყობინების დაგვიანებით/არგაკეთებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები განისაზღვრება მხოლოდ საანგარიშგებო თვის ფარგლებში, ხოლო შემთხვევის ანაზღაურება განხორციელდება შეტყობინების მომდევნო თვიდან.
4. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისას არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან (პაციენტი, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა) დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია პაციენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ან სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციით ვერ ხერხდება პაციენტის იდენტიფიცირება, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კონკრეტულ არაიდენტიფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით.
5. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებთან და საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ესაჭიროებათ არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელთან წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება პაციენტის დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების შესახებ.
6. პროგრამის მიზნებისათვის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში რეჰოსპიტალიზაციად ჩაითვლება ერთსა და იმავე ნოზოლოგიურ ჯგუფში (ICD 10-ის მე-5 კლასი „ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები“) შემავალი დაავადების დიაგნოზით პაციენტის სტაციონარში განმეორებით განთავსება 7-დღიანი შუალედის ფარგლებში, გარდა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამოვლენილი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევები რევიზიის მიზნით გადაეგზავნება რეგულირების სააგენტოს. ჩატარებული რევიზიის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება დაფინანსების ან/და არასწორად მოთხოვნილი და ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების საკითხი.
დანართი 11.1 – ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურებით განსაზღვრული ნოზოლოგიები
№
კოდი
(ICD –10)
ნოზოლოგია
1
F00-F09
ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით
2
F20-F29
შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობანი
3
F30-F39
აფექტური აშლილობანი
4
F43
რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები
5
F70-F79
გონებრივი ჩამორჩენა
6
F80-F89
ფსიქიკური განვითარების დარღვევები
7
F90-F98
ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი.
დანართი 11.2 – ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტით განსაზღვრული ნოზოლოგიები
№
კოდი
(ICD –10)
ნოზოლოგია
1
F06
ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი
2
F40-F48
ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი
3
F50-F59
ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგია
4
F80-F89
ფსიქიკური განვითარების დარღვევები
5
F90-F98
ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი.
დანართი 11.3 – ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების მოცულობა
კოდი
(ICD –10)
მომსახურების დასახელება
მომსახურების
ღირებულება
(ლარი)
F10.0
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; მწვავე ინტოქსიკაცია
100
F10.4
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით
835
F10.5
(F10.51)
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; მწვავე ბოდვითი ფსიქოზური აშლილობა
1020
F10.5
(F10.52)
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; ფსიქოზური აშლილობა მწვავე ჰალუცინოზით
790
F10.3
ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; აღკვეთის მდგომარეობა (პრედელირიოზული)
880
დანართი 11.4 – ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციით განსაზღვრული ნოზოლოგიები
№
კოდი
(ICD–10)
ნოზოლოგია
1
F60-F69
პიროვნული და ქცევითი დარღვევები (ფსიქოპათიები)
2
F20-F29
შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობანი
3
F30-F39
აფექტური აშლილობანი
4
F40-F48
ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი.
დანართი 11.5 – პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი (ლარი), მიმწოდებლის მიხედვით
ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი
თვის ბიუჯეტი (ლარი)
თბილისი
შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
12 230
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“
52 318
შპს „აფხაზეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“
3 396
აჭარა
შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“
16 518
გურია
შპს „მედალფა“
6 533
ლანჩხუთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი შპს "ნევრონი"
7 077
იმერეთი
შპს "ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"
27 663
შპს „ჯეოჰოსპიტალსი“
15 419
შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“
2 267
კახეთი
შპს "თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი"
9 994
შპს „არქიმედეს კლინიკა“
9 994
მცხეთა-მთიანეთი
შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი „ჯანმრთელი თაობა“
5 124
სამეგრელო
შპს „ზუგდიდის სარაიონთაშორისო ფსიქონარკოლოგიური დისპანსერი“
13 160
შპს „სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“
16 084
სამცხე-ჯავახეთი
შპს „უნიმედი სამცხე“
7 001
ქვემო ქართლი
შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
20 581
შიდა ქართლი
შპს „გორმედი“
8 720
შპს „ა. ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“
4 695
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის
მიმწოდებლები
თვის ბიუჯეტი (ლარი)
თბილისი
ა(ა)იპ – ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
1 796
იმერეთი
შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
2 024
კახეთი
შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“
2 022
ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის
მიმწოდებლები
თვის ბიუჯეტი (ლარი)
თბილისი
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“
19 670
იმერეთი
შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
13 320
ქვემო ქართლი
შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
11 490
აჭარა
შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“
10 710
დანართი N12
დიაბეტის მართვა
(პროგრამული კოდი 35 03 04 0