„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2014 წლის 3 დეკემბერი ქ. ოზურგეთი
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულომ:
მუხლი 1.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 06/08/2014, ს/კ: 010250040.35.113.016159) შევიდეს შემდეგი ცვლილებები :
1.
დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს რეგლამენტის 108-ე მუხლის 1,- ლი მე -2, და მე 5. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა)
„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“;
ბ)
„2. საკრებულოს რეგლამენტიდან ამოღებული იქნას 108-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
გ)
„5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.ozurgeti.org.ge ან/და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი“.
2.
საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი მე-3 პუნქტი:
ა)
„3. საზოგადოებრივი დარბაზის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეს რეგლამენტი და მის საფუძველზე მიღებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულება, რომელსაც, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო, საერთო წესის შესაბამისად“.
ბ)
საკრებულოს რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების ამჟამინდელი ნუმერაცია შეიცვალოს და ისინი ჩაითვალოს, შესაბამისად, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებად.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|