„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2095
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2014
matsne.gov.ge 255 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 73% 02.06.2023 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 72% 05.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 72% 11.10.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 71% 19.10.2017 საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ყულევის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ფაზის ოილს“ (შპს „SOCAR Georgia Investments“-ის უფლებამონაცვლე) შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების, შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისათვის მინიჭებისა და შპს „ფაზის ოილის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 71% 11.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2095 2014 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს„SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის № 30/03/08 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოსპრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულების (შემდგომში – პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა: „არაუგვიანეს 2019 წლის 27 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე კარბამიდის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა მყიდველის ან/და სხვა, მესამე პირის მიერ;“. 2.    ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „SOCAR Georgia Investments“-მა უზრუნველყოს პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის უზრუნველსაყოფად, ამავე განკარგულების „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილისაბანკოგარანტიისმოქმედების ვადის არანაკლებ 2019 წლის 27 აგვისტომდე გაგრძელება და წარდგენაან პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკოგარანტიის ნაცვლად არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ორი თვით. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი