კ. კახიშვილისა და შ. ხუციშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2065
2014 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
კ. კახიშვილისა და შ. ხუციშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტ ებ ზე მომხსენებლ ებ ად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თარიღია 23.05.14 № 17354); „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის თარიღია 23.05.14 № 17353); „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტების პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.07.14 № 22560) საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე - კახა კახიშვილი, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - შალვა ხუციშვილი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის № 909 განკარგულება; „გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის № 910 განკარგულება და „გ. გიორგაძისა და ა. დარახველიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ივლისის № 1209 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი