„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №654 |
|
2014 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ე) საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ლ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;
მ) რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი.
2. სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის დარგების განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება;
ბ) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა;
დ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დარგებში პოლიტიკის შემუშავების მიზნით, წინადადებების მომზადება;
ე) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;
გ) მინისტრის მიერ შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადების უზრუნველყოფა და ოქმების შედგენა;
დ) პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;
ე) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოებისა და საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება.
4. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
გ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოებში;
ე) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;
ვ) მთავრობათაშორისი და უწყებათშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.“.
2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
დ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნობრივი პროგრამების მომზადების ორგანიზება;
ე) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა.“.
3. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
გ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება;
ე) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტებისათვის, ასევე, საქართველოდან უცხოეთში ქართველი სპეციალისტების ვიზიტების პროგრამების შედგენა და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
ვ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;
ზ) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში პროექტების დაგეგმვა, მართვის ხელშეწყობა და მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეთანხმების შესაბამისად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება;
ი) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები:
„11. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა და სისტემაში შემავალ უწყებებში;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა;
ე) მოქალაქეთა და ინვესტორთათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) ერთიანი, ცენტრალური მონაცემთა ბაზების შექმნა და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;
თ) სერვისების კატალოგების შექმნა და მათზე წვდომის დონეების მართვა;
ი) ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
12. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის-/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება;
ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება;
ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება.
13. რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია;
ბ) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრარული პოლიტიკის შემუშავება;
გ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
დ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში, მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა, აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
თ) რეგიონებში დარგობრივი განვითარების გეგმის შესრულების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.“.
5. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია სამინისტროს რეგიონალური სამმართველოები და მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. ტერიტორიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) რეგიონალური სამმართველოები:
ა.ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველო;
ა.ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;
ა.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;
ა.დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;
ა.ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;
ა.ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველო;
ა.ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;
ა.თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;
ა.ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველო;
ბ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები:
ბ.ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.მ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ნ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კასპის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ო) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქარელის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.პ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.რ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ს) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ტ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.უ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ფ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ქ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ღ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩხერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.შ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჩ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ც) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ძ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.წ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჭ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ხ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჯ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ1) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აბაშის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ2)საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ3) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ4) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ5) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ6) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ7) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესტიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ8) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ9) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ10) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ11) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;
ბ.ჰ12) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.“.
|