საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.11.2014
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2855-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 30 ნოემბერი 2014 წ. N2855-Iს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 14.11.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1801 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1🔗. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები ამ დადგენილების №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.
მუხლი 3🔗. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია.
მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
30 ნოემბერი 2014 წ.
N2855-Iს