⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.12.2018)

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2014
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2860-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 247 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2014 მიღება
16.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი   ქუთაისი, 30 ნოემბერი 2014 წ. N2860-Iს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 180​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: მუხლი 1🔗. საქართველოს სახელმწიფო გერბი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად, სრული სახით ფერებში გამოსახული, თავსდება: ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობის ფასადზე ან/და განთავსების სხვა ადგილის ცენტრალურ შესასვლელში; ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზში; გ) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამუშაო კაბინეტში. მუხლი 2🔗. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბეჭდებზე. მუხლი 3🔗. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბლანკებზე. მუხლი 4🔗. საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით გამოისახება: ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა ოქმებსა და ოქმების ამონაწერებზე; ბ) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებებზე; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბლანკებზე. მუხლი 5🔗. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად, ფერებში გამოსახული, თავსდება ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის − ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სამუშაო კაბინეტში. მუხლი 6🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი ქუთაისი, 30 ნოემბერი 2014 წ. N2860-Iს