ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2014 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის“ დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის უსაფრთხოების ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის - მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №150
2014 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი (შემდგომში - წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის აღკვეთის შემთხვევის შემდგომი რეაგირების განხორციელების წესს.
მუხლი 2🔗.
კანონმდებლობა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების სფეროში
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყებები საკუთარი კომპეტენციის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗.
წესის მიზანი და ამოცანა
1.
ამ წესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ამავე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებების ოპერატიული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირებისთვის იურიდიული საფუძვლის შექმნა.
2.
ამ წესის ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების და მათი მოქმედებების კოორდინაცია რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
არალეგალური მიმოქცევა - დანაშაულებრივი განზრახვით ბირთვული ან/და რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენა, შენახვა, ფლობა, გამოყენება, გადამუშავება, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა და სხვა ანალოგიური ქმედება;
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება − ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან;
გ)
რადიოაქტიური დაბინძურება (კონტამინაცია)− ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აიროვან მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას;
დ)
რადიოაქტიური ნივთიერება – ნივთიერება (რადიოაქტიური წყარო ან მასალა), რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის მაიონებელი გამოსხივების წყარო;
ე)
დეკონტამინაცია - ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომლის მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან სრული ან ნაწილობრივი გასუფთავება.
მუხლი 5🔗.
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებები
საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში (იზოლირება, რადიოლოგიური შეფასება, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება, შენახვა) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებებია:
ა)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა)
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი;
ა.ბ)
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;
ბ)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗.
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდგომი რეაგირების პროცედურა
1.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდეგ:
ა)
განსაზღვრავს და შემოფარგლავს უსაფრთხო ზონას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რადიაციული უსაფრთხოება;
ბ)
ატყობინებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტს არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ;
გ)
ახორციელებს ზედამხედველობას რადიოლოგიური შეფასებისას ნივთიერი მტკიცებულების საგამოძიებო ღირებულების დაცვის მიზნით.
2.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი:
ა)
უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში შეტყობინების შეუფერხებელ მიღებას;
ბ)
პირველადი რადიოლოგიური შეფასების ჩატარების მიზნით, უზრუნველყოფს ადგილზე შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების ოპერატიულ მობილიზებას ;
გ)
აფასებს რადიაციულ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო ზონის საზღვრების შეცვლაზე;
დ)
განსაზღვრავს გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრეს უსაფრთხო ზონის საზღვრიდან ნივთიერი მტკიცებულების მიმართულებით და აფიქსირებს მიღებულ მნიშვნელობას მისგან 1 მეტრ მანძილზე;
ე)
მიღებული შედეგების საფუძველზე ატარებს გაზომვებს გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის დასადგენად ნივთიერი მტკიცებულების მტკიცების ზედაპირზე (ზედაპირიდან დაახლოებით 10 სმ.) რადიაციული დაცვის პრინციპის გათვალისწინებით;
ვ)
ატარებს ნივთიერი მტკიცებულების გამასპექტრომეტრულ კვლევას სავარაუდო რადიონუკლიდური შემადგენლობის განსასაზღვრად;
ზ)
ადგენს ნეიტრონული ნაკადის სავარაუდო არსებობას;
თ)
გაზომვების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ნივთიერი მტკიცებულების ალფა და/ან ბეტა გამოსხივების ინტენსივობის შეფასებას;
ი)
ატარებს ნივთიერი მტკიცებულებისა და შემთხვევის ადგილის მონიტორინგს რადიაციულ დაბინძურებაზე, რის საფუძველზეც განსაზღვრავს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციის საჭიროებას;
კ)
რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის ნივთიერი მტკიცებულების ტრანსპორტირების რადიაციული უსაფრთხოების პირობებს;
ლ)
უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღრიცხვას მათი შემდგომი კონტროლის მიზნით;
მ)
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ, ინფორმაციას აწვდის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.
3.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი:
ა)
უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უსაფრთხო ტრანსპორტირებას დროებითი ან საბოლოო განთავსების ადგილამდე;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციას.
მუხლი 7🔗.
ნივთიერი მტკიცებულების შემოწმების აქტი
1.
შემოწმების დასრულების შემდგომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება რეაგირებისას განხორციელებული გაზომვების დეტალური აღწერა. შემოწმების აქტს ხელს აწერენ რეაგირებაში მონაწილე უწყებების უფლებამოსილი პირები.
2.
შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.