ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-43 |
|
2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის და ატესტაციის ჩატარება;
ბ) პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
გ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა;
დ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ატესტაციის ჩატარების ფორმების და შეფასების ფორმულარების განსაზღვრა;
ე) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენა;
ვ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან მის წარდგენაზე უარის თქმა;
ზ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს წევრები, მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებული თბილისის საკრებულოსთან) და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირები.
3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიისათვის კონსულტაციების გაწევის მიზნით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეული იყვნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.
5. კომისიის მოწვეულ წევრთა და დამოუკიდებელ სპეციალისტთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შეფასება/შერჩევა.
7. კომისიის წევრთა აცილებისა და თვითაცილების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ) კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში;
დ) კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო;
ე) უფლებამოსილია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს მისი თავმჯდომარე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;
ვ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;
თ) უზრუნველყოფს ჩატარებული კონკურსის/ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენას საჯარო სამსახურის ბიუროში;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ატარებს კონკურსის/ატესტაციის ეტაპებს (ტესტირება, გასაუბრება და სხვა) და კომისიისთვის ამზადებს დოკუმენტების პროექტებს. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილება და მტკიცდება კომისიის მიერ.
4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა გადაწყვეტილებებს იღებს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
2. კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული შემადგენლობით.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
ა) განცხადების გადარჩევა, რომელიც წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება;
ბ) წერითი დავალება, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით და შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს;
გ) ტესტირება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს და წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას;
დ) გასაუბრება, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
ა) ტესტირება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს და წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას;
ბ) წერითი დავალება, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით და შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს;
გ) გასაუბრება, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
2. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ თბილისის საკრებულოს აპარატის მოხელეები და საჭიროებისამებრ, შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული პირები.
3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით:
ა) ორგანიზებას უწევს და ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
გ) კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტებითა და ინფორმაციით;
დ) უზრუნველყოფს კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და სათანადო კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
4. კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპების ჩატარებისათვის და სამდივნოს ფუნქციების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსები.
5. კონკურსის ან ატესტაციის დასრულების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით.