ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №662
სარეგისტრაციო კოდი 080180020.10.003.018282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,396 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 12.12.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.03.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.04.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 06.09.2019 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 30.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №662 2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი (შემდგომში – შტაბი), რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. შტაბი  ახორციელებს ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მართვას, უშუალოდ ხელმძღვანელობს კონტრტერორისტულ, სპეციალურ (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და განაგებს ამისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ოპერატიულ, საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს, უზრუნველყოფს შესაბამის  ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს. 3. შტაბი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. შტაბის სპეციალური საშუალებებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 5. კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების მომენტიდან კონტრტერორისტული ოპერაციის მონაწილე ყველა პირი ემორჩილება შტაბის ხელმძღვანელს. მუხლი 2🔗. შტაბის ძირითადი ამოცანები შტაბის  ძირითადი ამოცანაა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რომლის მიზანია: ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილება და აღკვეთა, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორისტების გაუვნებელყოფა და ტერორისტული აქტის ან/და ტერორისტული მიზნით განხორციელებული სხვა დანაშაულის მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირება. ამისათვის, ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს შტაბი: ა)  ახორციელებს არსებული მდგომარეობის, ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს; ბ) შეიმუშავებს ოპერაციის ჩატარების გეგმას; გ)  ქმნის კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის მოზიდული ძალებისა და საშუალებების  ერთობლივ  ჯგუფს; ახორციელებს მათ უშუალო ხელმძღვანელობას ოპერაციის მსვლელობისას და მისი დამთავრების შემდეგ.   თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს  ტერორისტული აქტის შედეგად მიყენებული  ზარალის ლიკვიდაციისა და შედეგების მინიმუმამდე დაყვანის ღონისძიებებში; დ) ორგანიზებას უწევს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის საჭირო ძალების, აგრეთვე, სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის გამოყოფას, მომზადებასა და გამოყენებას წინასწარ შემუშავებული გეგმების შესაბამისად;   ამოწმებს მათ მზადყოფნას; ე) „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ახორციელებს ტერორისტებთან მოლაპარაკებების ორგანიზებას, შესაბამისი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას; ვ) განსაზღვრავს კონტრტერორისტული ღონისძიებების დროს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ზონებს (უსაფრთხოების  და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონები); ზ)  შტაბის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აცნობებს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საქართველოს პარლამენტს, უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს და/ან სხვა პირებს კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის, მასშტაბისა  და შედეგების შესახებ. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სხვა ფორმით; თ) ახორციელებს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. მუხლი 3🔗. შტაბის უფლებამოსილებები 1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს შტაბი უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში მოსალოდნელი ტერორისტული აქტის, მისგან გამოწვეული ზიანის თავიდან აცილებისა და სხვა თანმდევი საფრთხეების პრევენციას, აღკვეთას და ფიზიკური პირების უსაფრთხოებას, აგრეთვე, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი იქნება ტერორისტების გამოვლენისა და მათი გაუვნებელყოფისათვის; ბ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით, მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით, გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს; გ) გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციებიდან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა), ასევე, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისაგან; მოიწვიოს სპეციალისტები მათი კომპეტენციის შესაბამისად, დახმარების მიღების მიზნით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიულ ცენტრთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა შესაბამის საქმიანობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) მეშვეობით; ე) განახორციელოს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. შტაბის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, შტაბის მითითებები და მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისათვის, რომელთა  ჩამონათვალიც განისაზღვრება „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. საგანგებო სიტუაციების გამომწვევი ან მათთან დაკავშირებული ტერორისტული აქტების შემთხვევაში, შტაბი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. შტაბის სტრუქტურა და ორგანიზება 1. შტაბის სტრუქტურას, მისი სტრუქტურული დანაყოფების ამოცანებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს შტაბის ხელმძღვანელი,  კონტრტერორისტული ოპერაციის მასშტაბიდან და მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე. 2. როგორც წესი, კონტრტერორისტული ოპერაციის მართვისას, შტაბში იქმნება მართვის ჯგუფი, რომელშიც, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას შემდეგი სექტორები: ა) საერთო დაგეგმარების სექტორი – აწარმოებს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალთა მოქმედებების დაგეგმარებას (მათ შორის, მათ განლაგებას, უსაფრთხოების/დაშვების რეჟიმს, საიდუმლოების რეჟიმის დაცვას და ა.შ.); ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური სექტორი – ახორციელებს კონტრტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას, მოსალოდნელი ან განხორციელებული ტერორისტული აქტის  ფორმისა და მასშტაბის შესახებ არსებულ ინფორმაციას აწვდის შტაბის წევრებს და მის სტრუქტურულ დანაყოფებს, ამზადებს შტაბის ხელმძღვანელისათვის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მასალებს; სექტორში შედის ასევე კარტოგრაფიული უზრუნველყოფის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ოპერაციის ზონის სრულ კარტოგრაფიულ გადაფარვას; გ) ოპერატიულ-სამძებრო სექტორი – კოორდინაციას უწევს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფების/დანაყოფების მიერ გასატარებელ ღონისძიებებს; დ) ოპერატიულ-ტექნიკური სექტორი – კოორდინაციას უწევს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების გატარებას; ე) საგამოძიებო სექტორი – კოორდინაციას უწევს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას და დოკუმენტირებას (ნივთმტკიცებულებების შეგროვება, მოწმეთა დაკითხვა და ა.შ.); ვ) საინფორმაციო უზრუნველყოფის  სექტორი – ახორციელებს  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის დაგეგმარებას და ორგანიზებას, კონტრტერორისტული ოპერაციის ინფორმაციულ უზრუნველყოფას და დოკუმენტირებას; ზ) ღონისძიებათა უზრუნველყოფის სექტორი – ახდენს კონტრტერორისტული ოპერაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის, კავშირგაბმულობის, საავარიო-სამაშველო და ევაკუაციის სამუშაოების, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ორგანიზებას, შტაბის დაცვას; თ) მოლაპარაკებების ორგანიზებისა და წარმოების სექტორი – უშუალოდ აწარმოებს ტერორისტებთან მოლაპარაკებებს და საჭიროების შემთხვევაში, შტაბის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, იყენებს მართვის ჯგუფში შემავალი სხვა სექტორების საშუალებებს. 3.  საჭიროების მიხედვით, ასევე შეიძლება შეიქმნას სხვა სექტორები. 4. მართვის ჯგუფში შემავალი სექტორები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ჯგუფების კოორდინაციას. 5. მართვის ჯგუფის შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება მოსალოდნელი ან განხორციელებული  ტერორისტული აქტის ადგილმდებარეობიდან, ხასიათიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე.  6. კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, კონკრეტული ოპერატიული და ძალისმიერი ღონისძიებების გატარებისათვის,  შტაბის დაქვემდებარებაში შესაძლოა, შეიქმნას მართვის დამხმარე ჯგუფები. 7. მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, აკრძალულია ნებისმიერი პირის ჩარევა შტაბის საქმიანობაში. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტერიტორიაზე დაშვების საკითხს წყვეტს შტაბის უფროსი. 8. შტაბის ხელმძღვანელის მიერ ძალისმიერი საბრძოლო ღონისძიებების ჩატარების ბრძანების გაცემის მომენტიდან სპეციალური დანიშნულების დანაყოფისა და მის განკარგულებაში მყოფი სხვა ჯგუფების მოქმედებებს ხელმძღვანელობს მხოლოდ ამ დანაყოფის მეთაური. 9. ღონისძიებების ურთიერთშეთანხმებისა და კოორდინაციის მიზნით, მართვის ჯგუფში შეიძლება შედიოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების სამუშაო ჯგუფები. მუხლი 5🔗. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალთა ჯგუფი კონტრტერორისტული ოპერაციის წარმატებით ჩატარებისათვის იქმნება შტაბის დაქვემდებარებაში მყოფი ძალთა ჯგუფები, რომლებშიც შედიან: ა) ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი; ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ჯგუფი; გ) დაკავების ჯგუფი; დ) ბლოკირების ჯგუფი; ე) სპეციალური საშუალებების გამოყენების ჯგუფი; ვ) საგამოძიებო ჯგუფი; ზ) პერიმეტრის დაცვის ჯგუფი; თ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ჯგუფი; ი) კავშირგაბმულობის ჯგუფი; კ) საბადრაგო ჯგუფი; ლ) პირველადი შემოწმებისა და ფილტრაციის ჯგუფი; მ) შტაბის დაცვის ჯგუფი; ნ) საავარიო-სამაშველო და ევაკუაციის ჯგუფი; ო)  სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი; პ) მესანგრეთა ჯგუფი; ჟ) რეზერვის ჯგუფი. მუხლი 6🔗. შტაბის ხელმძღვანელობისა  და  წევრების ფუნქცია-მოვალეობები 1. შტაბის ხელმძღვანელი: ა) ახორციელებს შტაბის ხელმძღვანელობას, საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აცნობებს მოვლენების განვითარებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ბ) „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქმნის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ორ ზონას - უსაფრთხოების ზონასა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონას. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებს და ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით; გ) იღებს გადაწყვეტილებას და კოორდინაციას უწევს შტაბის განკარგულებაში არსებული რესურსების გამოყენებას; დ) ახორციელებს ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად პირთა დაშვებას, ამტკიცებს მათი ქცევისა და ტაქტიკის ძირითად მიმართულებებს, ცვლილებები შეაქვს აღნიშნულ მიმართულებებში; ე) უშუალოდ ან მის მიერ საგანგებოდ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით,  უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების  და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას ტერორისტული აქტის მასშტაბისა და შედეგების, ასევე, კონტრტერორისტული ოპერაციის მოცულობისა და ფორმების შესახებ. შენიშვნა: იკრძალება ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც ააშკარავებს კონტრტერორისტული ოპერაციის დროს გამოსაყენებელ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებსა და ტაქტიკას, ოპერაციაში მონაწილე  პირთა ვინაობას.  იკრძალება ასევე  სხვა ინფორმაციის გაცემა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად; ვ)  იღებს გადაწყვეტილებას კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრების შესახებ. 2.  შტაბის წევრები, შტაბის ხელმძღვანელის განკარგულების თანახმად: ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ახორციელებენ შტაბის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელობას; ბ) მოახსენებენ შტაბის ხელმძღვანელს ინფორმაციას ვითარების ცვლილებისა და მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგების შესახებ;  გ) უზრუნველყოფენ კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ჯგუფების ურთიერთმოქმედებას; დ) შეიმუშავებენ წინადადებებს კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური, ოპერატიულ-სამძებრო, საორგანიზაციო და სხვა სახის ღონისძიებების გატარების შესახებ; ე) აჯამებენ და აფასებენ კონტრტერორისტული ოპერაციის (ან შესაბამისი სწავლება) დროს  მათ დაქვემდებარებაში მყოფი შტაბის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას,  შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს  მათი ეფექტიანობის სრულყოფის მიზნით. 3. შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე განსაზღვრავს კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონის საზღვრებს. მუხლი 7🔗. შტაბის განლაგება შტაბის განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს მის უსაფრთხოებასა და კონტრტერორისტული ოპერაციის მართვის საიმედოობას. მუხლი 8🔗. შტაბის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. შტაბის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შტაბის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის ადგილიდან გამომდინარე. მუხლი 9🔗. შტაბის კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა შტაბის ყველა სახის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების, ასევე, სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ. კომერციული კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.