აღსრულების ეროვნული ბიურო- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ქართულ-გერანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე პროდუქტორი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15068-2014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე # 2/15068-2014

 

 

                       

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

     საქართველოს სახელით

    

       გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2014 წლი 19 ნოემბერი

ქ. თბილისი                               

                     

თბილისი საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

განმცხადებელი: შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის

                  სანაშენე რეპროდუქტორი“

 

მoთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

    სასამართლო სხდომაზე განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

  2014 წლის 29 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ის წარმომადგენელმა როინ მიგრიაულმა გადახდისუუნარობის განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის  03 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.

  შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ის მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნებიდან აღიარებული იქნა კრედიტორ როინ მიგრიაულის მოთხოვნა 4000 ლარის ოდენობით და კ.ს. ,,ტესო ტელ ელზენ გმბჰ&კო“-ს მოთხოვნა 1355256 ლარის და 47 თეთრის ოდენობით. ასევე მოვალის მიმართ წარმოდგენილია შემდეგი მოთხოვნები: 1) ალექსანდრე დოროყაშვილი _ 67200 ლარი; 2) ნოშრევან იარაჯული _ 5120 ლარი; 3) ოთარ დოროყაშვილი _ 44800 ლარი; 4) შოთა აბდელანი _ 2176 ლარი; 5) შემოსავლების სამსახური _ 329463 ლარი 79 თეთრი. 6) ალესანდრე დოროყაშვილი _ 300000 ლარი.

     მეურვემ კრედიტორთა კრებაზე წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნა მოვალის ქონების შესახებ, რომლის მიხედვით შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: 1) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #53.08.37.098  _  1 880 000 ლარი (ს.ფ. 187-188); 2) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით  #53.08.37.007 _ 315 000 ლარი (ს.ფ. 226-236);  3) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით  #53.08.37.004 _ 26 000 ლარი (ს.ფ. 237-247); 4) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით  #530837.010 _  14 000 ლარი;  (ს.ფ. 248-258); 5) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #53.08.37.099 _  1 630 000 ლარი (ს.ფ. 259-264); უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით  #53.08.037.011 _ 490 000 ლარი (ს.ფ. 265- 276); მოძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა  1 063 500 ლარით (ს.ფ. 219-225).

 

  სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ  შ.პ.ს. ,,ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ის მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

    ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

   ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

   ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ პუნქტის მიხედვით მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე არის მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.

    ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

   განსახილველ შემთხვევაში, მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას  და ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. როდესაც მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, ასეთ შემთხვევაში ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი მომრიგებელი საბჭოს შექმნას არ ითვალისწინებს. ამასთან,   დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ქართულ გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ის მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების ჯამი შეადგენს სულ _ 2 108 016 ლარს და 26 თეთრს (საიდანაც აღიარებული არის მხოლოდ კრედიტორ როინ მიგრიაულის მოთხოვნა 4000 ლარის ოდენობით და კ.ს. ,,ტესო ტელ ელზენ გმბჰ&კო“-ს მოთხოვნა 1355256 ლარის და 47 თეთრის ოდენობით. სხვა კრედიტორთა მოთხოვნები არ არის განხილული, ვინაიდან წარმოსადგენი იყო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა იყო სადავო),  მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება კი შეადგენს 5 418 500 ლარს, შესაბამისად არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი, მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, მოვალეს შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, რის გამოც უნდა შეწყდეს შ.პ.ს. ,,ქართულ გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-13, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ.პ.ს. ”ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმო მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი”-ს (ს/ნ 231247102) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2.   განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

                     მოსამართლე                                                      ლაშა ქოჩიაშვილი