ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე
მიღების თარიღი 05.12.2014
ძალის დაკარგვა 31.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №665
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | თანამდებობა |
| 1. | საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი |
| 2. | ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე |
| 3. | წამყვანი სპეციალისტი |
| 4. | საორგანიზაციო სამსახურის უფროსი |
| 5. | მრჩეველი (I კატეგორია) |
| 6. | ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახურის უფროსი |
| 7. | მრჩეველი (I კატეგორია) |
| 8. | მრჩეველი (II კატეგორია) |
| 9. | ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი |
| 10. | მრჩეველი (I კატეგორია) |
| 11. | მრჩეველი (II კატეგორია) |
| 12. | იურიდიული სამსახურის უფროსი |
| 13. | მრჩეველი (I კატეგორია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №665
2014 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 292 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატის თანდართული საშტატო განრიგი (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №48 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკური საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ინფორმაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას.
2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აპარატის მატერიალურ-ტექნიკურ, ფინანსურ და სხვა სახის ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
4. აპარატის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
5. აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, ბეჭედი, ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და სხვა ატრიბუტები.
6. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2🔗. აპარატის უფლებამოსილება
აპარატის უფლებამოსილებებია კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული, ინფორმაციული და სამართლებრივი მხარდაჭერა;
ბ) ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა წინასწარი დამუშავება, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისი უწყებებისათვის მიწოდება და მათი შესრულების მონიტორინგი;
დ) ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;
ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
ვ) ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარების თაობაზე ინიციატივების შემუშავება;
ზ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და განხილვა;
თ) ეკონომიკური საბჭოს სხდომის ოქმის მომზადება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. აპარატის ხელძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს ეკონომიკური საბჭოს მდივანი, რომელიც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში.
2. ეკონომიკური საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. ეკონომიკური საბჭოს მდივანი შეიძლება დაინიშნოს ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობიდან, რომლის საქმიანობაც არ იქნება ანაზღაურებადი.
4. ეკონომიკური საბჭოს მდივანი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
5. ეკონომიკური საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას და ხელს აწერს ეკონომიკური საბჭოს სხდომის ოქმს;
ბ) წარმართავს აპარატის საქმიანობას;
გ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე;
ე) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, შესაბამისი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების, ასევე, ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის წარმოების მიზნით, უფლებამოსილია, შექმნას და კოორდინაცია გაუწიოს საინვესტიციო და ბიზნესის წარმომადგენელთა საბჭოებს;
ვ) ეკონომიკური საბჭოს ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით, უფლებამოსილია, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებშიб მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი/ექსპერტი;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აპარატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება;
ი) ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
6. ეკონომიკური საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელიც ეკონომიკური საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას.
მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურა
1. აპარატი ანგარიშვალდებულია ეკონომიკური საბჭოს მდივნის წინაშე.
2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საორგანიზაციო სამსახური;
ბ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური.
3. ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილესა და აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს ეკონომიკური საბჭოს სხდომებისა და აპარატის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას; სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებას; ეკონომიკური საბჭოს სხდომის დღის წესრიგისა და ოქმის პროექტების მომზადებას; ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებების აღრიცხვას.
5. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური, ეკონომიკური საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცალკეული საკითხების ანალიტიკურ და ინფორმაციულ დამუშავებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.
6. ეკონომიკური განვითარების სამსახური ეკონომიკურ საბჭოზე განსახილველ საკითხთა დამუშავების მიზნით, მონაწილეობს ქვეყნის საშინაო და საგარეო ეკონომიკის სტრატეგიული და სხვა სახის დოკუმენტების მომზადებაში; შეისწავლის ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ეკონომიკური საბჭოსათვის წარდგენილი სამოქმედო გეგმების შესაბამისობას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტებთან; თანამშრომლობს უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
7. იურიდიული სამსახური ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას; კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ნორმატიული თუ სხვა სახის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; ამზადებს დასკვნებს აპარატში წარდგენილი ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე; უზრუნველყოფს ეკონომიკურ საბჭოზე განსახილველ საკითხთა სამართლებრივ ექსპერტიზას.
მუხლი 5🔗. აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ეკონომიკური საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
№
თანამდებობა
რაოდენობა
1.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი
1
2.
ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე
1
3.
წამყვანი სპეციალისტი
1
4.
საორგანიზაციო სამსახურის უფროსი
1
5.
მრჩეველი (I კატეგორია)
2
6.
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახურის უფროსი
1
7.
მრჩეველი (I კატეგორია)
1
8.
მრჩეველი (II კატეგორია)
2
9.
ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი
1
10.
მრჩეველი (I კატეგორია)
11
11.
მრჩეველი (II კატეგორია)
2
12.
იურიდიული სამსახურის უფროსი
1
13.
მრჩეველი (I კატეგორია)
2
14.
მრჩეველი (II კატეგორია)
1
სულ:
28