ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2014
ძალის დაკარგვა 30.10.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | კანდიდატის სახელი და გვარი |
| სუსტი 0-50 ქულა | საშუალო 50-75 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2014 წლის 4 დეკემბერი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების ინსტრუქცია დანართი №1–ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს კანდიდატის დახასიათების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საატესტაციო ფურცლის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი N1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების ინსტრუქცია
თავი I ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
ინსტრუქცია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების შესრულების მიზნით განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართ ველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის და თანამდებობის პირთა ატესტაციის გამოცხადებისა და ჩტარების პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში კონკურსი) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში ატესტაცია) – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
გ) კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპები:
გ.ა) კანონიერება – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ ინსტრუქციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ.ბ) სამართლიანობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება დამკვიდრებული სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად;
გ.გ) საჯაროობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომების ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
გ.დ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;
გ.ვ) ობიექტურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური ან პიროვნული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
გ.ზ) მიუკერძოებლობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს სამართლიანი და ობიექტური შეფასებით. დაუშვებელია უპირატესობის მინიჭება არაკეთილსინდისიერად, კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპების უგულვებელყოფის გზით;
გ.თ) კოლეგიურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
გ.ი) კორექტულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, მიზნად არ უნდა ისახავდეს პირის შეურაცხყოფას, არ უნდა ახასიათებდეს სიძულვილის ენა. საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დ) კომისია – საკონკურსო–საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და მთავრობის დადგენილების საფუძველზე;
ე) დაწესებულება – თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია;
ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი:
ვ.ა) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება მხოლოდ საკრებულოს აპარატის მოხელეთათვის.
ვ.ბ) მერი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება მხოლოდ მერიის მოხელეებისათვის;
ვ.გ) მერი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება როგორც საკრებულოს აპარატის, ისე მერიის მოხელეებისათვის;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე და 52–ე მუხლით განსაზღვრული პირებისა.
მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისია
1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზნით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, მიზნები, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საკრებულოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. საკონკურსო საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო.
2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და ეფექტური წარმართვის მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კონკურსანტების განცხადების მიღებას;
გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, ადგენს კომისიის სხდომების ოქმებს ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
ვ) უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
3. სამდივნოს შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადამიანის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახურების თანამშრომლები.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამდივნოს ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
5. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
თავი II
კონკურსი
მუხლი 5🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანები:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევისა და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ–ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით, აცხადებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. საკრებულოს თავმჯდომარის აქტის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი.
4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ვ) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;
კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 7🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა განცხადების წარსადგენად.
3. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. კანდიდატს უფლება აქვს ერთდროულად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
მუხლი 8🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
ა) ქმედუნარიანია – არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი შეზღუდულ ქმედუნარიან პირად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;
ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წლის ასაკს.
დ) აქვს საშუალო განათლება მაინც (თუ სპეციალური მოთხოვნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
2. საჯარო მოსამსახურეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 9🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 10🔗. განცხადების გადარჩევა
1. განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას.
2. კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განცხადების გადარჩევა უზრუნველყოს სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
მუხლი 11🔗. ტესტირება
1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს, როგორც ზოგადი უნარ–ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს. ტესტირება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას.
2. ტესტირების გადასალახად აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს კომისია.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 12🔗. გასაუბრება
1. კომისიას, კანდიდატებთან გასაუბრებისას, უფლება აქვს გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ–ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. კანდიდატთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ წინამდებარე განკარგულების №2 დანართში მოცემული შეფასების სქემა.
მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1. კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
3. კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს ერთ–ერთ გადაწყვეტილებას:
ა) დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს;
ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე;
4. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
5. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
6. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურებისა და კონკურსის შედეგების მითითებით.
მუხლი 14🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
2. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით ან უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
თავი III
მოხელის ატესტაცია
მუხლი 15🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. მოხელე ატესტაციას ექვემდებარება 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი).
2. ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის შემდგომ წელს.
მუხლი 16🔗. ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
ვ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 17🔗. ატესტაციის ჩატარების დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებსდაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი;
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 18🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურში წარადგენს დახასიათებას დანართი №3–ის მიხედვით.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური.
5. ატესტაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ტესტირება;
ბ) გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების სატესტო მეთოდიკასა და თემატიკას ადგენს საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურო.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ ინსტრუქციის მე-19–ე მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 19🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. მოხელის შეფასება ხდება კომისიის მიერ შემუშავებული ქულათა სისტემით;
2. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაუსწრებლად, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 20🔗. ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო–საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს წინამდებარე განკარგულების №4 დანართით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად, თან ერთვის მოხელის პირად საქმეს.
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოხელის პირად საქმეში ასახვით, შესაბამისად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) მოხელის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭება/ჩამორთმევა;
ბ) მოხელის დაწინაურება ან დაქვეითება;
გ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
5. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
6. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან (კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში.
მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
1. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
2. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, შესაძლებელია გადაწყდეს საპრეტენზიო კომისიაში ან ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
დანართი N2
კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა
---------------------------------------------------------------------------------------------- შესარჩევი
კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
№
კანდიდატის სახელი და გვარი
პროფესიული უნარ-
ჩვევების შეფასება*
შემფასებლის კომენტარი
სუსტი
0-50
ქულა
საშუალო
50-75
ქულა
ძლიერი
75-100
ქულა
1
2
3
4
5
*შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენების შემთხვევაში იწერება შესაბამისი ქულები
შემფასებლის სახელი, გვარი:---------------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერა:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი N3
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაკავებული
თანამდებობა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადებითი და უარყოფითი მხარეები
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წახალისება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების,
სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერა---------------------------------
თარიღი ------------------------------------
დანართი N4
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი და გვარი----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის
თარიღი--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური
წოდება------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)--------------------------------------------------------------------
შრომის საერთო სტაჟი (მ.შ. საჯარო სამსახურში)-------------------------------------------------------------------------
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა-----------------------------------------------------------------------------------------
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია---------------------------------------------------------------------
შენიშვნა-----------------------------------------------------------------------------------------------------
-
თარიღი -----------------------------------------------------------------------
-
კომისიის თავმჯდომარე -----------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები