„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№666
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.018286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №666

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ.თბილისი

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2014, 010220030.10.003.­017574) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთ­ხოების, სტა­ბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზ­ნით, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბ­ჭო შემ­დეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი – საბჭოს წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.

3. საბჭოს მუდ­­მივი წევ­რე­ბის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საბჭოს მდივანი შეიძლება დაინიშნოს საბჭოს მუდმივი შე­მადგენ­ლობიდან, რომლის საქმიანობაც არ იქნება ანაზღაურებადი.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი