⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.07.2020)
გაუქმებულია:

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 05.12.2014
ძალის დაკარგვა 28.07.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16-33
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.101.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 431 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2014 მიღება
28.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-33 2014 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 21-ე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, გარდა დანართი 1 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა. 2. პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მობილურ გარე ვაჭრობის ობიექტებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე 0,8 მეტრს და სიგანე 0,6 მეტრს. მათი განთავსება ნებადართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დანართი 2 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.  3. პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება გარე ვაჭრობას დაქვემდებარებულ ლატარიის ბილეთების სარეალიზაციო მობილურ დანადგარებზე. მათი განთავსება ნებადართულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.  4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ ჰყვება დანართი 1 და 2 რუკებზე, აგრეთვე დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალიწინებულ ობიექტებზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად. 5. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, რომლებიც განთავსებულია ამ დადგენილების თანდართული რუკებით აკრძალულ ტერიტორიაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობით და განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს ობიექტის განთავსების ვადა არაუმეტეს 1 (ერთი) წლით. 6. დამტკიცდეს დანართი 1 და დანართი 2-ის რუკები, რომლებიც წარმოადგენს ამ აქტის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის №25.04.1186 დადგენილება. 8. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი