გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2014
ძალის დაკარგვა 01.10.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16-34
სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.101.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16-34
2014 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის, განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, დედაქალაქის იერსახის გათვალისწინებით.
2.
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეკლამო საშუალებების დედაქალაქის იერსახესთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) პირველივე მოთხოვნისთანავე მოახდინოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი.
3.
ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობისას, წერილობით აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს.
4.
თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს არ სურს ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება, მასზე არ ვრცელდება დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული სარეკლამო საშუალების განთავსება/მშენებლობა წარმოებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.
5.
დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დავით აღმაშენებლის გამზირზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, კოტე აფხაზის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე, ვახტანგ გორგასლისა და თავისუფლების მოედანზე.
6.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის №01.02.02 დადგენილება.
7.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი