ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.12.2014
ძალის დაკარგვა 20.07.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 480 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2014 მიღება
20.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №42 2014 წლის 5 დეკემბერი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების  შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე             დანართი ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ონის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი განსაზღვრავს (შემდგომში-წესი) ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (საკრებულო/გამგეობა) და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე (საკრებულოს აპარატი/გამგეობის მოსამსახურეები) პრემიის ოდენობის გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა  განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო დაწესებულება - ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ბ) პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი 1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. პრემიის გაცემა ხორციელდება ონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის  წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე პრემიის შესახებ. 2. ერთდროულად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 3. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 4. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ  უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინცი­პების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 5. პრემიის მიზანია,  დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის,  საკრებულოს აპარატის უფროსის  მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გადაწყვეტილებას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირების (საჯარო მოსამსახურეებზე)  მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი. 3. ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 4. გადაწყვეტილებას ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე)  პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. 5. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.