⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2015)
გაუქმებულია:

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.12.2014
ძალის დაკარგვა 03.02.2015
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 682 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2014 მიღება
03.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №39 2014 წლის 5 დეკემბერი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძო დაცვისა და სამაშველო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა სამაშველო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური 1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის კოდექსი“, „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „საგანგებო სიტუაციებზე  რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.ონი, ვაჟა-ფშაველას ქ.№25. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება; ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა; გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველობის განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე. ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; გ) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეუ­ლების საზღვრებში; დ) საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრე­ბის, ავარიების, კატასტრო­ფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში დადაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა; ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრე­ბული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარა­ღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება; ვ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთ­ქმედების ორგანიზება; ზ) საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება; თ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნ­ველ­ყოფა; ი) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმაში ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 6 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად; კ) ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის; გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს; დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურე­ბრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრები თაობაზე; ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში; ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; თ) მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით; ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყო­ბილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახუ­რის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოები სღონისძიებები სშემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ; ლ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად; მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვაუფლება მოსილებას; ნ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის უფროსი სპეციალისტი. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა და თანამდებობები 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეებისაგან. 2. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა; ბ) უფროსი სპეციალისტი –  უმცროსი საჯარო თანამდებობა; გ) სპეციალისტი – რაზმის უფროსი; დ) სპეციალისტი – მეხანძრე; ე) სპეციალისტი –   მძღოლი . 3. სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებ­ლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი წინამდებარე დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.