„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.112.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne.gov.ge, 29.07.2014, სარეგისტრაციო კოდი:  (010250020.35.112.016168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი  განისაზღვრება ამ რეგლამენტის XX თავის 139-ე მუხლით.“.

2.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XX თავი 139-ე  მუხლით:

„თავი XX

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

 

მუხლი 139. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)

1. საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, აუნაზღაურდეთ საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები და განისაზღვროს ზღვრული ოდენობა თვეში 500 (ხუთასი) ლარი.

 2. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც  დაკავშირებულია საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

 3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს ყოველი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან დაექვითოს ანაზღაურება  შემდეგი ოდენობით:

ა) საკრებულოს გეგმური სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიის გეგმური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

გ) საკრებულოს ფრაქციის გეგმური სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

დ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ამომრჩეველთა მიღების დღის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე