ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №667
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოძრაობის მარშრუტების, მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №667
2014 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
დ) საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება;
ე) საქართველოს დედაქალაქში - თბილისში საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანა.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი