⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.05.2015)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2014
ძალის დაკარგვა 22.05.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/46
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 720 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2014 მიღება
22.05.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01/46 2014 წლის 8 დეკემბერი     ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                              მ. ფარფალია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. 2. სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს იურისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 2.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნებები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ერთ-ერთი უცხოური ენის სრულყოფილად ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი  გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 2.2  საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე)  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; თ) საქართველოსკანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ლ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების  დამტკიცების შესახებ“. 3. სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს არქივარიუსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 3.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ერთ-ერთი  უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 3.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების დამტკიცების შესახებ“. 4. სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს IT-სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 4.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა (რუსული და ინგლისური); გ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, HTML, CSS, PHP, adobe photoshop, ინტერნეტი). 4.2. საკონკურსო თემატიკა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების  დამტკიცების შესახებ“. 5. სსიპ - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა: 5.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა; გ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი). 5.2. საკონკურსო თემატიკა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“-ს დებულების  დამტკიცების შესახებ“.