სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-1646/ო-სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1646/ო
2014 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 23 ოქტომბრის №02-1638/ო ბრძანება შპს „უნიმედი სამცხის” ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ნინოწმინდა, თავისუფლების ქუჩა №48); ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 23 ოქტომბრის №02-1640/ო ბრძანება შპს „უნიმედი სამცხეს” ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა №105ა); გ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 23 ოქტომბრის №02-1639/ო ბრძანება შპს „უნიმედი სამცხეს” ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ახალქალაქი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №31) – ,,სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „უნიმედი სამცხის” უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადება №113025, 12.11.2014 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი გოდერძი იმნაიშვილი