ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.12.2014
ძალაში შესვლა 03.12.2014
ძალის დაკარგვა 15.04.2015
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 2 | საკომუნიკაციო (სატელეფონო) ხარჯების ანაზღაურება |
| 3 | სხვა ხარჯების (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლის გადაღების და სხვა) ანაზღაურება |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.04.2015
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.08.2015
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №57
2014 წლის 9 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ 7) დადგენილების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 3 დეკემბრიდან.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა )განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის (ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 15 რიცხვიდან მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 50 ლარი, ხოლო საკრებულოს ცალკეული ორგანოების (ბიურო, კომისია, ფრაქცია.) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეულ გაცდენისათვის 20 ლარი.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე , წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრები როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება. სათანადო დოკუმენტაცია წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
3. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის ზღვრული ოდენობა აუნაზღაურდება მინიმუმ ხუთი შეხვედრისათვის თვეში.
4. საკრებულოს წევრს შეხვედრებისათვის მინიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება ამ მუხლისათვის შემცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 20 ლარით.
მუხლი 4🔗. . საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება
საკომუნიკაციო ხარჯების გადახდა ხორციელდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით თვეში - 10 ლარის ლიმიტის ფარგლებში. საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება ხდება მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ინვოისი/ანგარიშ-ფაქტურა, ქვითარი.) საფუძველზე ფაქტიური ხარჯის მიხედვით.
მუხლი 5🔗. სხვა ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა
და ა.შ.) ყოველთვიურად ეძლევა 50 ლარი, რომელიც ანაზღაურდება ფიქსირებულად.
მუხლი 6🔗. . საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად , ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის ინფორმაციის საფუძველზე, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დაქვითვების გარეშე
№
საკრებულოს წევრი
საკრებულოს წევრი - საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი
1
ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
440
2
საკომუნიკაციო (სატელეფონო) ხარჯების ანაზღაურება
10
3
სხვა ხარჯების (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლის გადაღების და სხვა) ანაზღაურება
50