საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში ,,შესაბამისი საარჩევნო კომისიები“) ანგარიში 2014 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო/ საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში ,,შესაბამისი საარჩევნო კომისიები“) ანგარიში

დანართი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო/ საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში ,,შესაბამისი საარჩევნო კომისიები“) ანგარიში 2014 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

 

    1.         საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ შემოსულია 858 მოთხოვნა.

    2.         საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა.

    3.         საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ იქნა 10გადაწყვეტილება.

    4.         საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

    5.         საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ იქნა 848 გადაწყვეტილება.

    6.         საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

    7.         შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ საკუთარი სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

    8.         შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შეგროვებულ, დამუშავებულ და შენახულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემები. შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ 80 საჯარო მონაცემთა ბაზა იქნა სხვისთვის გაცემული, ხოლო პერსონალური მონაცემები სხვისთვის არ გაცემულა.

    9.         საარჩევნო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად,არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინარული სახდელი.

  10.       შესაბამისი საარჩევნო კომისიები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდნენ საქართველოს ორგანულ კანონს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ხოლო სხდომის დახურვის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

  11.       საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული 10გადაწყვეტილებიდან არცერთი არ გასაჩივრებულა.

  12.       საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან შესაბამისი საარჩევნო კომისიების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა, შესაბამის საარჩევნო კომისიებს არ გაუწევიათ. 

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია