სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო ანგარიში
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
1.დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა
2. დაწესებულების ბიუჯეტი
3. სკოლის მოსწავლეთა ბაზა
4. პედაგოგთა და ტექნიკური მუშაკების ბაზა
5. დირექციის ბაზა
6. საშტატო განრიგი
7. სამეურვეო საბჭოს წევრთა ბაზა
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2014 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
1. 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა მონაცემები
2. სკოლის მედალოსან მოსწავლეთა მონაცემები
3. სხვადასხვა წელს სკოლადამთავრებულთა სწავლის ფაქტის და ატესტატის ნამდვილობის შესახებ მონაცემები
4. ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეთა მონაცემები
5. ცნობები პერსონალის ხელფასის შესახებ
6. ცნობები მოსწავლეთა სკოლაში სწავლის შესახებ
7. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გასულ მოსწავლეთა მონაცემები
8. ექსტერნის გამოცდაზე გასულ მოსწავლეთა მონაცემები
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2014 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 21 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
2. 0 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე;
3. 21 მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე გაცემულია 0 უარი;
5. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა;
6. დაფიქსირდა საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა 0 დარღვევა;
7. სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ
თბილისის N87 საჯარო სკოლის /მაკა ბეჟანიშვილი/
დირექტორის მ.შ