საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე.(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე.
(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას).
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე) სულ რეგისტრირებულია 104 განცხადება, მათ შორის 23 განცხადება მიღებულია ფიზიკური პირისგან, ხოლო 81 განცხადება იურიდიულ პირს ეკუთვნის. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 97 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, მათ შორის 2013 წლის ანგარიშში ასახული 1 განცხადება, რომელზეც მიმდინარეობდა საქმისწარმოება, ხოლო მოცემული ეტაპისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში შემოსულ 8 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის თაობაზე საანგარიშო პერიოდში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში არცერთი განცხადება არ ფიქსირდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა 1 გადაწყვეტილება, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს. აღნიშნული უარი განმცხადებლის მხრიდან გასაჩივრებული არ ყოფილა.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელმა შეადგინა 7,95 ლარი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, შენახვაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენასა და მათთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის წარდგენილია ინფორმაცია ფაილური კატალოგების წარმოების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაცია გაცემულია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემას ახორციელებს სამინისტროს აპარატის უფროსი ირინე გულიაშვილი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) ზედამხედველობა ევალება სამინისტროს აპარატის შიდა პროტოკოლის სამმართველოს უფროსს ნატო უდესიანს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის სამინისტროს აპარატის შიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დიმიტრი კვარაცხელია.
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.msy.gov.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.
მინისტრი ლ. ყიფიანი