„საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
მიღების თარიღი 29.04.2013
ძალაში შესვლა 20.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №188/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016299
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) | ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველო წარმოდგენილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროთი და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა წარმოდგენილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროთი, შემდგომში „მხარეებად" წოდებულნი,
ესწრაფვიან რა, ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,
სურთ რა, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები ორ ერს შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,
თვლიან რა სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა გაცვლას სხვადასხვა დონეზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო არენაზე ორი სახელმწიფოს ურთიერთდაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცების, ყველა ქვეყანასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მხარეები, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს როგორც მინისტრების, ისე სხვა დონეებზე საერთაშორისო და ორმხრივი ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე.
მუხლი 3🔗
მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ კონსულტაციების დონეს, დღის წესრიგს, მისი ჩატარების ადგილსა და ვადებს, შეძლებისდაგვარად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 4🔗
1. მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, გაცვლიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების საკითხებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებული ახალი ინიციატივების თაობაზე.
2. მხარეები, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, გაცვლიან ინფორმაციასა და შეხედულებებს ორივე სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სფეროში შემავალი ძირითადი საკითხების გარშემო.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.
მუხლი 6🔗
მხარეები შექმნიან პირობებს პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად, სტაჟიორთა ურთიერთგაცვლის, კონსულტაციებისა და სემინარების ჩატარების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
მხარეთა მიერ, წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისა და ინტერპრეტაციის პროცესში წარმოშობილი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მხარეთა მიერ იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებენ, რომ მისი ძალაში შესასვლელად შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულ იქნა და ძალაში დარჩება 5 (ხუთ) წლიანი პერიოდით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების საშუალებით, არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 90-ე დღეს.
შესრულებულია ქ. მონტევიდეოში, 2013 წლის 29 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ურუგვაის აღმოსავლური
რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)