ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წლიური ანგარიში
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
ა) სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 14 განცხადება. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 5 განცხადება შემოტანილი იქნა მოქალაქეების მიერ, 6 განცხადება – არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და 3 განცხადება – სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 4 მოთხოვნა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ შემოსული განცხადებებიდან:
1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 11 შემთხვევაში;
2. მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული;
3. 1 განცხადება განხილვის პროცესშია;
4. 2 განცხადებაში აღნიშნული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას;
5. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე რეაგირებისათვის სააგენტოში განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ნატა გოდერძიშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნა ნატა გოდერძიშვილის მიერ.
გ) სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კანონით და დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული მართვის სისტემაში (ემს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ელექტრონული მართვის სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. კერძოდ, კი სააგენტოს თანამშრომლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გაიცემა აღნიშნული თანამშრომლის თანხმობით ან კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით. სააგენტო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის კანონიერი მიზნიდან გამომდინარე და ამ მიზნის პროპორციულად.
,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აწარმოებს ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს – ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების შესახებ რეესტრს.
ამჟამად რეესტრი მოიცავს 90-მდე ადმინისტრაციული ორგანოს 345 რეესტრისა და 316 სერვისის შესახებ ინფორმაციას.
დ) სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა დისციპლინური სახდელების დადების არ ერთი ფაქტი.
ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციული საჩივარი.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით ათაბეგაშვილი