საქართველოს ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიური ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, გაცემისა და უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის  2014 წლის წლიური ანგარიში

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, გაცემისა და უარის თქმის

თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ

        

საქართველოს ეროვნული ბანკი საქმიანობისას ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპებით და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის მისი საქმიანობის გამჭვირვალობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებით, სისტემატურად ავრცელებს საჯარო ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ  დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის, საპროცენტო განაკვეთების, მონეტარული პოლიტიკის, ბანკნოტების და მონეტების, საგადახდო სისტემების და ასევე სტატისტიკური ინფორმაციების შესახებ.

ხშირია მოთხოვნები, ცალკეული მოქალაქეების და სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან, უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის და სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთების წერილობითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ გვერდის www.nbg.gov.ge. მეშვეობით პერიოდულად აქვეყნებს საბანკო-საფინანსო სფეროში მიმდინარე პროცესების ამსახველ ინფორმაციებს, მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტინებს, სხვადასხვა მიმოხილვებს და პრესრელიზებს, რომლებსაც იყენებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის 226 მოთხოვნა, აქედან დაკმაყოფილდა 225,  1  მოთხოვნა გადაგზავნილ იქნა შესაბამის დაწესებულებაში.

საქართველოს ეროვნულ ბანკში 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაში შესწორებების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ერთი გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკ-რებელი, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიმღები პირი, ირიცხება საქართველოს ბიუჯეტში.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის შედეგად მიღებულმა მოსაკრებლების ოდენობამ შეადგინა 19.50 ლარი.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილების,  გადაწყვეტილებათა მიმღებ მოხელეთა ვინაობა და გადაწყვეტილებების რაოდენობა მოცემულია თანდართულ ცხრილში.

           

 

 


დანართი

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა და გადაწყვეტილების

მიმღები საჯარო მომსახურეთა ვინაობა

 

 

დაგაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე

თანადებობა

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობა

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

არჩილ მესტვირიშვილი

ვიცე-პრეზიდენტი

7

 

ოთარ ნადარაია

ვიცე-პრეზიდენტი

11

 

გიორგი მელაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

4

 

ქეთევან ახალკაცი

პრეზიდენტის აპარატის უფროსი

87

1 გადაგზავნილ იქნა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში

კონსტანტინე ბარაბაძე

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მ/შ

36

 

ნინო ბერუაშვილი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მ/შ

5

 

ნათია გვაზავა

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

75

 

 

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნათია გვაზავა