ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად 2014 წლის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 17 (ჩვიდმეტი) განცხადება. მათ შორის 1 (ერთი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო დაგარგულიას მიერ.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 16 (თექვსმეტი). აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 5 (ხუთი), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე – 7 (შვიდი), მედია საშუალებაზე – 2 (ორი), ადმინისტრაციულ ორგანოზე – 2 (ორი), 2014 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში“?
- „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2608122/